img
2022 წლის 6 თებერვალს თემ ქედელში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების მიერ პედაგოგიკის კურსის ფარგლებში განხორციელდა სოციალური პროექტი. ხელმძღვანელი - რუსუდან თაყაიშვილი.
პროექტის მიზანი - ბენეფიციარების შემოქმედებითი უნარების სტიმულირება, პროფესიონალ მუსიკოსებთან ერთობლივ პროცესებში ჩართვა. ხოლო სტუდენტებისათვის მათი საშემსრულებლო და პედაგოგიური გამოცდილების აკუმულირებაა, რაც რამდენიმე ვორქშოფისა და სოლო, ასევე საანსამბლო საკონცერტო ნომრების სახით მოხდა.
დოქტორანტები - თამარ ბუაძე, მარიკა მაჩიტიძე, საბა დამენია, ომარ ბურდული; ვიდეო ჩართვა - დავით ალადაშვილი, ოვანეს ამბარცუმიანი, დავით ჯიშკარიანი.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ნინო გაბუნია და მარიამ ნერგაძე, მოყვარულთა ახალგაზრდული გუნდის ,,თუთარჩელას" წევრები - ნინო გვასალია და მარიტა ნადირაშვილი.
img

ინფორმაცია

  • ნონეშვილის 5, სიღნაღი, საქართველო
  • qedelicommunity@gmail.com
  • +995 599 23 09 38

ვებ-გვერდი შექმნილია "თემი ქედელის" მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული COVID-19 სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "თემი ქედელი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

img