მისია

თემი ქედელის მისიაა თავის მაცხოვრებლებს შეუქმნას ღირსების შესაფერისი ოჯახური გარემო, შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში ჩართულობით გამოუმუშაოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები, გააცნოს სახელობო საქმე. სოციალური და კულტურული აქტივობებით ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში და წვლილი შეიტანოს არსებული სტიგმის შემცირებაში.

 

ისტორია

საოციალურ-თერაპიული თემი ქედელი დაფუძნდა შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ზრდასრულ პირთათვის 1999 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

2006 წელს საქართველოში დაიწყო დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამა, ამ დროისთვის ქედელში უკვე იყო 1 საცხოვრებელი სახლი, სადაც 4 შშმ პირი ცხოვრობდა.  პროგრამის ფარგლებში კასპისა და სენაკის “ინვალიდ ბავშვთა სახლიდან” ჯანდაცვის სამინისტრომ ქედელში 6 ბენეფიციარი გადმოიყვანა.  

2011 წელს სიღნაღში გაიხსნა სოციალური საწარმო “არტ კაფე ქედელი”, რომელიც საქართველოში პრეცედენტული, პირველი სოციალური კაფე იყო, სადაც შშმ პირები იყვნენ დასაქმებულები. 

2012 წელს ჩაიწერა და გამოიცა ანსამბლ ქედელის კომპაქტ-დისკი.  

დღესდღეობით ქედელში არის 3 საცხოვრებელი სახლი, სადაც 28 ზრდასრული შშმ პირი ცხოვრობს. ფუნქციონირებს შრომით-თერაპიული სახელოსნოები (საცხობი, სადურგლო, ხელსაქმე, სამკურნალო მცენარეების, ფერმა, ბაღი), სადაც დასაქმებულები არიან ქედელის ბენეფიციარები. 

 

img

ინფორმაცია

  • ნონეშვილის 5, სიღნაღი, საქართველო
  • qedelicommunity@gmail.com
  • +995 599 23 09 38

ვებ-გვერდი შექმნილია "თემი ქედელის" მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული COVID-19 სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "თემი ქედელი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

img