მუსიკა, როგორც ხელოვნების განსაკუთრებული დარგი, თავის არსში ატარებს გამაჯანსაღებელ და სულიერ საწყისებს. თითქმის ყველა ხალხების გადმოცემებში, ზღაპრებში, მითებში და ლეგენდებში წავაწყდებით ამ ხელოვნებისთვის დამახასიათებელ ისეთ დიდ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან და გარდაქმნიან ურჩხულებს, სძლევენ სიკვდილის საუფლოს და თვით ღმერთებთანაც კი ამ ხელოვნებით შეეძლოთ მოკვდავთ გაჯიბრება.

მუსიკა მოქმედებს ჩვენს განწყობასა და გრძნობებზე: აღაგზნებს, ააქტიურებს, აგრესიას მატებს, სევდიანს ან მხიარულს გვხდის, გვამშვიდებს. ეს მუსიკალური ნაწარმოების მელოდიურ, რიტმულ და ჰარმონიულ  წყობაზეა დამოკიდებული.

გაკვეთილის დასაწყისში კარგია გამღერება-ხმის გავარჯიშება გარკვეული  თანხმოვნური მარცვლებით. ეს სავარჯიშო ზრდის ხმის სასიმღერო დიაპაზონს და  ხელს უწყობს  მეტყველების განვითარებას იმ ადამიანებთან ვისთანაც სახეზეა მეტყველების დარღვევა.  ზოგიართ ასეთ სავარჯიშოს გარკვეული მუსიკალური მოტივიც გააჩნია და საკმაოდ სახალისოა სხვადასხვა მარცვლებით სიმღერა.   

ზოგიერთi სიმღერა, სადაც რიტმი მნიშვნელოვანია შესასრულებელია ტაშით, ნაბიჯებით, სხეულზე პერკუსიით  ან დამხმარე საკრავების ჩართვით, რათა უკეთ მოხდეს რიტმულ ნახაზში შესვლა.

არსებობს ცალკე რიტმული სავარჯიშოები, რომლებიც სიმღერისგან დამოუკიდებლად ჟღერენ. ამ სავარჯიშოების კეთება შეიძლება დაიწყოს ძალიან მარტივად , ერთობლივად და შემდეგ თანდათან გართულდეს დავალებები, გადაიზარდოს ჯგუფურ კანონში, სხეულზე კანონში სადაც ტაში და ნაბიჯი უკვე განსხვავებულ რიტმს უკრავს და ა.შ.  გართულება თანმიმდევრული უნდა იყოს,  სავარჯიშო არ უნდა იწვევდეს სტრესს ადამიანში, მას მხოლოდ კონცენტრაციის დაძაბვა უნდა სჭირდებოდეს რაც სიხარულის შეგრძნებასთან არის კავშირში.

ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა და შესრულება, თუნდაც ადაპტირებული სახით. კლასიკური მუსიკა თავის ფორმით, შინაარსით და მრავალფეროვნებით, ისედაც ატარებს განმაკურნებელ ელემენტს, არ არის მიბმული კონკრეტულ ეროვნულ საწყისებზე , ტექსტებიც სხვადასხვა ენაზეა, ეს ყველაფერი კი თანამედროვე ადამიანში მსოფლიო მოქალაქის გრძნობას აღძრავს.

 

member member member member
img

ინფორმაცია

  • ნონეშვილის 5, სიღნაღი, საქართველო
  • qedelicommunity@gmail.com
  • +995 599 23 09 38

ვებ-გვერდი შექმნილია "თემი ქედელის" მიერ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული COVID-19 სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "თემი ქედელი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

img